წითელი ბარათი 2 წამში და 149 გოლი 1 მატჩში - 17 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახებ
ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტია, რომლიც მილიარდობით ადამიანს აერთიანებს.
გულშემატკივრებისთვის ყოველი თამაში, გოლი და ისტორია ამაღელვებელია და სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობა აქცევს ფეხბურთს უნიკალურად.
გაგაცნობთ 17 საინტერესო ფაქტს ფეხბურთზე.
1. მეკარეებს ყოველთვის არ შეეძლოთ ხელით თამაში.
ფეხბურთის ეპოქის გარიჟრაჟზე გოლკიპერებს არ ჰქონდათ უფლება, რომ ბურთს ხელით შეხებოდნენ. ეს წესი მხოლოდ 1863 წელს შემოიღე
2. ისტორიაში ყველაზე მაღალი მეკარე
დანიელი საიმონ ბლოხ იორგენსენი ყველაზე მაღალი მეკარეა ფეხბურთის ისტორიაში. მისი სიმაღლე 210 სანტიმეტრს შეადგენს.
3. ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი შეცვლის შემდეგ
2017 წელს, საუდის არაბეთის პროფესიულ ლიგაში, „ალ-ჰილალის“ ფეხბურთელმა, ნავაფ ალ-აბედმა, ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან გამოსვლის შემდეგ. ამისთვის მას მხოლოდ 1,7 წამი დასჭირდა.
4. ერთ მატჩში გატანილი გოლების რეკორდი
ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მატჩი იყო 2002 წელს, მადაგასკარის ჩემპიონატში გამართული დაპირისპირება „ლ'ემირნსა“ და „ადემას“ შორის. მატჩი დასრულდა ანგარიშით 149:0 მეორე გუნდის სასარგებლოდ. ბურთები ამ თამაშში წაგებული კლუბის კარში დაახლოებით ყოველ 35 წამში ერთხელ ხვდებოდა, თანაც თითქმის ყველა მათგანი ავტოგოლი იყო, რადგან „ლ'ემირნი“ იმ სეზონში „ადემას“ ჩემპიონობას აპროტესტებდა.
5. პირველი თამაში, რომელიც ტელევიზიით გადაიცა
პირველი სპორტული მოვლენა, რომელიც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცა, იყო საფეხბურთო მატჩი ლონდონის „არსენალსა“ და მის სარეზერვო გუნდს შორის და ეს მოხდა 1937 წელს.
6. ყველაზე სწრაფი წითელი ბარათი
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სწრაფი წითელი ბარათი 2000 წელს, ლი ტოდმა მიიღო. ის შოტლანდიის პრემიერ ლიგის საკვირაო მატჩის დაწყებიდან, სულ რაღაც ორი წამში დაისაჯა.
7. ფეხბურთი - მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა
ფეხბურთი ჩვენი პლანეტის ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა: მთელ მსოფლიოში მას დაახლოებით 3.5 მილიარდი გულშემატკივარი ჰყავს.
8. ყველაზე მაღალი სატრანსფერო თანხა
2017 წელს, „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბარსელონას“ ბრაზილიელი თავდამსხმელის, ნეიმარის სანაცვლოდ, 222 მილიონი ევრო გადაუხადა, რამაც ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად აქცია.
9. ისტორიაში ყველაზე დაბალი ფეხბურთელი
ამ ნომინაციაში პოლონელი ფეხბურთელი, მარცინ გარუჩი (Marcin Garuch) იმარჯვებს, რომლის სიმაღლე მხოლოდ 154 სანტიმეტრს შეადგენს.
10. მსოფლიოში ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონი ტევადობის მიხედვით
პირველი მაისის სახელობის“ სტადიონი ფხენიანში არის ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონი მსოფლიოში. ის 150 000-ზე მეტ ადამიანს იტევს, თუმცა მატჩები იქ იშვიათად ტარდება.
11. ყველაზე შედეგიანი საერთაშორისო მატჩი
2001 წელს, მუნდიალის შესარჩევ მატჩში, ავსტრალიის ნაკრებმა ამერიკის სამოას ნაკრები 31:0 დაამარცხა რაც ისტორიაში ყველაზე შედეგიანი საფეხბურთო მატჩი გახდა.
12. მსოფლიო ჩემპიონატის თასი ორჯერ მოიპარეს
მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი თასი ორჯერ მოიპარეს (1966 და 1983 წლებში), მაგრამ ორივეჯერ ის უსაფრთხოდ დააბრუნეს.
13. ფეხბურთს კოსმოსშიც თამაშობდნენ
2014 წელს, ასტრონავტების ჯგუფმა ფეხბურთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ითამაშა, რითაც მსოფლიო ჩემპიონატი აღნიშნეს.
14. მსოფლიო ჩემპიონატი ორჯერ გაუქმდა
მსოფლიო ჩემპიონატი ორჯერ გაუქმდა (1942 და 1946 წლებში) და ეს ყველაფერი მეორე მსოფლიო ომის გამო.
15. ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი
იაპონელი კაზუიოში მიურა ყველაზე ასაკიანი ფეხბურთელია, ვისაც ოდესმე პროფესიულ დონეზე უთამაშია. ის 58 წლისაა და ჯერ კიდევ მოედანზეა.
16. თავდაპირველად ფეხბურთს „ფეხბურთის ასოციაცია“ ერქვა
თავდაპირველად ფეხბურთს „ფეხბურთის ასოციაცია“ ეწოდებოდა, სწორედ ამით გამოირჩეოდა ის სხვა მსგავსი გუნდური სპორტის სახეობებისგან, როგორიცაა რაგბი და ამერიკული ფეხბურთი.
17. ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო მატჩი
უეფას ჩემპიონთა ლიგის 2021 წლის ფინალი „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ შორის გახდა ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო მატჩი მთელ ისტორიაში. ღირებულებამ 5,5 მილიარდი ევრო შეადგინა.