კოულ პალმერი
Aa
Aa

საკუთარ სახლში ტრავმა მიიღო | კოულ პალმერი რამდენიმე მატჩს გამოტოვებს

„ჩელსის“ ფეხბურთელი, კოულ პალმერი გუნდს მინიმუმ კიდევ ერთი კვირა ვერ დაეხმარება. 23 წლის ინგლისელი „არისტოკრატების“ მომდევნო სამ შეხვედრას გამოტოვებს და „ბარნლისთან“, „ბარსელონასთან“ და „არსენალთან“ არ იქნება.

პალმერმა ტრავმა საკუთარ სახლში ყოფნისას მიიღო. BBC-ის ჟურნალისტის, ნიზაარ კინსელას ინფორმაციით, კოულმა მარცხენა ფეხის თითი კარს მიარტყა და დაზიანება მიიღო. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მასზე „ლურჯების“ თავკაცმა, ენცო მარესკამაც ისაუბრა.

„სამწუხაროდ, სახლში ყოფნისას ინციდენტი მოუვიდა და ფეხის თითი დაიზიანა. სერიოზული არაფერია, მაგრამ მომდევნო კვირაში ნამდვილად ვერ ითამაშებს. მეც ვდგები ხოლმე შუაღამით, რათა სააბაზანოში შევიდე და ხან თავს, ხან კი ფეხს ვურტყამ ხოლმე რაღაცას — ასეთები ხდება. კოულმა საზარდულის ტრავმა მოიშუშა და სამწუხაროდ, ეს პატარა პრობლემა გამოჩნდა. ჯერ არ ვიცით, თითი მოტეხილია თუ არა, მაგრამ მომდევნო კვირაში ნამდვილად ვერ ითამაშებს.“

ცნობისთვის, პალმერს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამი მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე ერთი გოლია. „ლურჯები“ 20 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებიან და „ბარნლის“ 22 ნოემბერს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძალიან მონდომებულია | ნიუკასლის მწვრთნელმა სალია შეაქო
ძალიან მონდომებულია | ნიუკასლის მწვრთნელმა სალია შეაქო