გიორგი კოხრეიძე
Aa
Aa

„ნაკრები ფსიქოლოგიურად გატეხილი მეჩვენა“ - ინტერვიუ გიორგი კოხრეიძესთან

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი კოხრეიძე ისეთ სათამაშო ხარისხს ნამდვილად ვეღარ აჩვენებს, როგორითაც „იბერიაში“ გამოირჩეოდა და გულშემატკივარს ახარებდა, თუმცა 27 წლის შემტევი ქუთაისის „ტორპედოს“ დატოვებას მაინც არ აპირებს და მაქსიმალურად ცდილობს, რომ ძველებური დონე დაიბრუნოს. Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კოხრეიძემ არამხოლოდ საკლუბო, არამედ სანაკრებო თემაზეც ისაუბრა და ნოემბერში საქართველოს ნაკრების მიერ გამართული თამაშებიც შეაფასა.

გიორგი კოხრეიძე

„ტორპედოში“ თავიდანვე გამიჭირდა, მერე ვითომ შევეჩვიე გუნდს, მაგრამ ვერ შევედი ფორმაში ბოლომდე როგორც მინდოდა. რას დავაბრალო ეს ყველაფერი არ ვიცი, სათამაშო სტილს, ჩემს თავს, თუ ვარჯიშებს. აქ უკვე ბევრი კითხვა ისმის, რომელზეც ამომწურავ პასუხს ბოლომდე ვერ გაიგებ.

რაც შეეხება კლუბს, ნორმალურად მიდის ყველაფერი. ჩვენ უფრო სხვა გეგმები გვქონდა, მაგრამ ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც გვსურდა და ჩემპიონობა მომდევნო წლისთვის გადავდეთ. მართალია, მიმდინარე სეზონში მეოთხე ადგილიც ევროსაგზურის მომტანია, მაგრამ სამეულისთვის ვიბრძვით და ვემზადებით მომდევნო გათამაშებისთვის, სადაც უკვე ოქროს მედლებს სრული სერიოზულობით შევუტევთ.

საქართველოს ნაკრების მოთამაშეები ბულგარეთთან ფსიქოლოგიურად და მენტალურად გატეხილები მეჩვენებოდნენ და შინაგანად მოტივაციაც არ ეტყობოდათ - ჩემი აზრით, სწორედ ამან გამოიწვია ეს ყველაფერი, თორემ ბულგარელებს ჩვენი ნაკრები გადამწყვეტი მატჩი რომ იყოს, ათიდან ათს მოუგებს.

შეკითხვას, ამოწურა თუ არა ვილი სანიოლმა საკუთარი შესაძლებლობები საქართველოს ნაკრებში, ასეთ პასუხს გავცემდი. მან ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა გუნდი და მე უბრალოდ არ ვიცი მეტი რა უნდა გააკეთოს. სადავეებიც გაექცა ალბათ ხელიდან და ჩემი აზრით, ნაკრებს ვეღარ აკონტროლებს. მუშაობის დასაწყისში, ვინც მართლა ფორმაში იყო, იმ მოთამაშეებს იძახებდა და ყველა კარგ კონდიციებშიც იყვნენ, სათამაშო პრაქტიკა ჰქონდათ და ფორმაში იყვნენ. ახლა ბევრს სათამაშო დროც აღარ აქვს და მაინც ისე იძახებს და ისე ათამაშებს და კლუბში როცა არ თამაშობს, ნაკრებში როგორ უნდა ითამაშოს?

მიუხედავად ყველაფრისა ერთ რამეს ვიტყვი - მე ამ ბიჭების მჯერა და ჩავარდნა ყველა გუნდს აქვს. ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ ფეხბურთელები ამ რთულ პერიოდს უკან მოიტოვებენ და გულშემატკივარს ისევ კარგი თამაშით გაახარებენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კოხრეიძემ წლევანდელ Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში „ტორპედოს“ რიგებში გამართულ 20 შეხვედრაში თავი 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩანს, ვინ დგას გუნდის გვერდით ბოლომდე | მამარდა მორიგი მარცხის შემდეგ
ჩანს, ვინ დგას გუნდის გვერდით ბოლომდე | მამარდა მორიგი მარცხის შემდეგ