ხამზატ ჩიმაევი
Aa
Aa

ტრავმა და რამადანი - ჩიმაევმა დაბრუნება დააანონსა

ხამზატ ჩიმაევი საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდება და ჟურნალისტებსაც ინტერვიუებს ხშირად არ აძლევს, თუმცა ამჯერად უკვე მედიის წარმომადგენლებს ნამდვილად ვეღარ დაემალებოდა, რადგან ის კატარის დედაქალაქ დოჰაშია ჩასული და ხვალ არმან ცარუკიანის კუთხეში იდგება, რომელიც დენ ჰუკერს დაუპირისპირდება. როდის დაბრუნდება ოქტაგონში საშუალო წონითი დივიზიონის ჩეჩენი ჩემპიონი და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის თაობაზე ჩიმაევმა ასეთი პასუხი გასცა:

„დაბრუნება? ეს ყველაფერი უფრო რამადანის შემდეგ მოხდება. ფეხზე მცირე ოპერაცია გავიკეთე და ვარჯიშს რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ შევძლებ. ბუნებრივია, UFC-ის ხელმძღვანელებთან რამდენიმე კვირაა მოლაპარაკებებს ვაწარმოებ, თუმცა დეტალების გამხელისგან ნამდვილად თავს შევიკავებ და სად ვიბრძოლებ და ვინ იქნება ჩემი მეტოქე, ამის თაობაზე კონკრეტული საუბარი არ შემიძლია“.

შეგახსენებთ, რომ ხამზატ ჩიმაევმა რამდენიმე თვის წინ გამართულ საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში დრიკუს დუ პლესი დომინანტურ სტილში, ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თბილი ფრაზები" გაცვალეს - დოჰაში თოფურია პიმბლეტს შეხვდა
„თბილი ფრაზები" გაცვალეს - დოჰაში თოფურია პიმბლეტს შეხვდა