საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

გოგლიჩიძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო | უდინეზემ კალიარისთან ქულა მოიპოვა

სერია A-ს მე-6 ტურში „უდინეზე'' - „კალიარის'' მატჩი 1:1 დასრულდა. „უდინეზემ'' ზედიზედ ორი მარცხის („მილანთან'' და „სასუოლოსთან'') შემდეგ ქულა მოიპოვა, ჯენარო ბორელის გოლით სტუმრები იგებდნენ, მეორე ტაიმში კრისტიან კაბალესემ ანგარიში გაათანაბრა.

„უდინეზემ’’ 3 ცენტრალური მცველით ითამაშა, საბა გოგლიჩიძე მარჯვენა ცენტრალური მცველი იყო, რუნიაიჩს არ შეუცვლია. საბა ორთაბრძოლებში ძალიან კარგი იყო, ხშირად გამარჯვებული გამოდიოდა, შეტევას ხშირად იწყებდა. მეორე ტაიმში გოლის გატანა თავადაც შეეძლო, ძანიოლოს ჩაწოდების შემდეგ არაზუსტად დაარტყა.

მიუხედავად იმისა, რომ გოლი საბას ზონიდან გავიდა, გაშვებულ გოლში მას ვერ დავადანაშაულებთ, დარტყმის განეიტრალებას ცდილობდა, საბას თანაგუნდელებს გოლის ავტორის წინააღმდეგ უფრო აგრესიული თამაში მართებდათ.

გაშვებული გოლის მომენტი

საბას საგოლე მომენტი


საბა გოგლიჩიძის გამორჩეული მომენტები

 

მეორე ტურში „ინტერთან'' შესანიშნავი თამაშის მიუხედავად რუნიაიჩი საბას არ ენდობოდა, „კალიარისთან'' შეხვედრამდე გოგლიჩიძემ მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამივე შემთხვევაში ცვლილებაზე გამოვიდა (სერია A-ს ორ და იტალიის თასის ერთ შეხვედრაში) და მინდორზე საერთო ჯამში მხოლოდ 74 წუთი გაატარა.

საბა „უდინეზეს'' გასულ ზაფხულში შეუერთდა, სასტარტოში პირველად „კალიარისთან'' მოხვდა, ძალიან კარგად ითამაშა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მოსალოდნელია, რომ კოსტა რუნიაიჩი მას სათამაშო დროს რეგულარულად მისცემს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიქაუტაძე - ფორლანისა და როსის მემკვიდრე“ - ესპანური მედია
„მიქაუტაძე - ფორლანისა და როსის მემკვიდრე“ - ესპანური მედია