ჩაკვეტაძეს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს | უოტფორდის ოფიციალური განცხადება
გიორგი ჩაკვეტაძეს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. „უოტფორდმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ პაულო პეცოლანოს ნაცვლად „კრაზანები“ ხავი გრასიამ ჩაიბარა.
Welcome home, Javi ???? pic.twitter.com/D6UsYAqs58
— Watford Football Club (@WatfordFC) October 8, 2025
„კლუბი დარწმუნებულია, რომ ხავი უოტფოდს იმ ხარისხს მოუტანს, რაც ჩვენი ახალგაზრდული გუნდისთვისაა საჭირო: სტაბილურობა შემადგენლობის შერჩევისას, ჰარმონიული ატმოსფერო გასახდელში და ძლიერი კავშირი გულშემატკივრებთან. მისი ხედვა და დამოკიდებულება ჩვენს მიზნებთან ძალიან ახლოსაა“, - ნათქვამია „უოტფორდის“ განცხადებაში.
„მოხარული ვართ, რომ ხავი დაგვიბრუნდა. მისი სიყვარული, ლიდერობა და ნათელი სტრატეგია დაგვეხმარება, გუნდში სტაბილური გარემო და ერთიანობა შევქმნათ. დარწმუნებული ვარ, უამრავი ქომაგია, რომლებსაც 2019 წელს, ხავის წასვლა არ უნდოდათ. მისი გამოცდილების გვჯერა და აქვს ხარისხები, რომლებიც ახლა გვჭირდება“, - განაცხადა კლუბის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სკოტ დუქსბერიმ.
ℹ️ Watford FC are delighted to confirm the return of Javi Gracia as Head Coach after deciding to part ways with Paulo Pezzolano and his backroom staff, whom we thank sincerely for their efforts and commitment during their time in charge.
— Watford Football Club (@WatfordFC) October 8, 2025
We wish them every success in the… pic.twitter.com/thWQKYf5vd
ცნობისთვის, ესპანელი სპეციალისტი ბოლოს „ლიდსში“ მუშაობდა და 2023 წლის მაისის შემდეგ უმუშევარია. გრასია „უოტფორდს“ კარგად იცნობს და 2018-19 წლებში „კრაზანების“ თავკაცი გახლდათ.