ერლინგ ჰოლანდი, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

რეალი ვინისიუსის შემცვლელად ჰოლანდს მოიაზრებს - ესპანური მედია

SPORT-ის ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ მადრიდის „რეალ“ მზად არის, თამამი გადაწყვეტილება მიიღოს 2026 წელს, თუ ვინისიუს ჟუნიორთან კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები კვლავ გადაუწყვეტელი დარჩება.

ესპანურ გრანდს შეუძლია ბრაზილიელი შემტევი ტრანსფერზე დააყენოს, თუ მხარეები ვერ შეძლებენ შეთანხმების მიღწევას ამ ვადაში.

წყაროების მტკიცებით, ორ მხარეს შორის არსებული წინასწარი შეთანხმება ამჟამად ჩაშლილია. მთავარ დაბრკოლებად კვლავ ფინანსური საკითხი რჩება.

კერძოდ, ვინისიუსი ითხოვს სეზონზე 25 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასს, 5-წლიანი კონტრაქტის ფარგლებში. ამ თანხას „რეალი“ არ თანხმდება.

თუ მომავალ ზაფხულამდე შეთანხმება არ შედგა, მადრიდი მზად არის განიხილოს ბრაზილიელზე შეთავაზებები, მაშინაც კი, თუ ეს ფინანსურ დანაკარგს ნიშნავს.

ვინისიუსის წასვლის შემთხვევაში, „რეალის“ გეგმა უკვე ნათელია. კლუბი კვლავ გაააქტიურებს თავის დიდი ხნის ინტერესს „მანჩესტერ სიტის“ სუპერვარსკვლავ ერლინგ ჰოლანდის მიმართ.

ნორვეგიელი თავდამსხმელი რამდენიმე წელია ფლორენტინო პერესის მთავარ სამიზნეს წარმოადგენს და მისმა მჭიდრო კავშირმა ჯუდ ბელინგემთან, შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს ერლინგის გადაბირებაში.

ფინანსურად, ეს ტრანსფერი შეუძლებელი არ იქნება. ჰოლანდის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 180 მილიონი ევროა - ეს თანხა კი შესაძლოა ვინისიუსის გაყიდვამ დაფაროს.

ამ ეტაპზე, „რეალ მადრიდის“ პოზიციაა, რომ მათ სურთ ვინისიუსის შენარჩუნება, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. ის რჩება პროექტის საკვანძო ფიგურად, მაგრამ კლუბი მზად არის იმოქმედოს, თუ მოლაპარაკებები კონტრაქტის განახლებაზე ჩაიშლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესანიშნავი ფეხბურთელია“ | აიაქსის ექს-თავკაცს მიქაუტაძის კარგი თამაში არ უკვირს
„შესანიშნავი ფეხბურთელია“ | აიაქსის ექს-თავკაცს მიქაუტაძის კარგი თამაში არ უკვირს