მორიგი დანაკლისი ესპანეთის ნაკრებში | დინ ჰაუსენი საქართველოსთან არ იქნება
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე ესპანეთია. „ფურია როხასა“ და „ჯვაროსნების“ დაპირისპირება 11 ოქტომბერს გაიმართება და ლუის დე ლა ფუენტეს გუნდში დანაკლისია.
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა, დინ ჰაუსენმა სანაკრებო შეკრება დატოვა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. ჰაუსენი კუნთმა შეაწუხა და საქართველოსთან და ბულგარეთთან გასამართ შეხვედრებს გამოტოვებს.
„რეალის“ სამედიცინო შტაბი ჰაუსენის ტრავმას შეაფასებს და გაირკვევა, მოედანზე როდის დაბრუნდება. არის ვარაუდი, რომ დაზიანება სერიოზული არაა და 20 წლის ფეხბურთელი მხოლოდ 1-2 კვირას იუქმებს. მის ნაცვლად „ფურია როხაში“ ეიმერიკ ლაპორტი გამოიძახეს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთს როდრი, ლამინ იამალი, ნიკო ლუისი და ფაბიან რუისიც ვერ დაეხმარებიან. „ჯვაროსნებისა“ და „ფურია როხას“ დაპირისპირება 22:45-ზე დაიწყება, ზუსტად 3 დღეში კი ჩვენი გუნდი იზმიტში, თურქეთის ნაკრებს შეხვდება.