შერმადინი და მისი საყვარელი ჯილდო | ქართველი ცენტრი ტურის MVP გახდა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის — ლიგა ენდესას — პირველ ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „მანრესას“ დაუპირისპირდა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა სეზონი გამარჯვებით გახსნა და მეტოქე 104:93 დაამარცხა.
„შერმინატორი“ ფენომენალური იყო — მან 28 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გიორგიმ პარკეტზე 25 წუთი და 10 წამი გაატარა, ხოლო მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 38 აღმოჩნდა, რის წყალობითაც პირველი ტურის MVP გახდა.
შერმადინს ლიგა ენდესას ტურის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდო ყველაზე მეტჯერ აქვს მოპოვებული — გიომ ეს აღიარება უკვე 25-ჯერ დაიმსახურა და მეორე ადგილზე მყოფ არვიდას საბონისსა და ლუ როს 6 ჯილდოთი უსწრებს. შერმადინი 25-დან 21-ჯერ MVP „ტენერიფეს“ მაისურით გახდა, 4-ჯერ კი იგივე ტიტული „ანდორას“ რიგებში მოიპოვა.
ცნობისთვის, „ტენერიფე“ მომდევნო შეხვედრას 8 ოქტომბერს გამართავს — ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი იტალიურ „ტრაპანის“ დაუპირისპირდება. ამის შემდეგ „ტენერიფე“ ლიგა ენდესაში „მორაბანკ ანდორას“ შეხვდება.