მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„ჩემთან მხოლოდ ხუთი ჰქონდა, ვიწექი“ - ომალის ხუმრობა მერაბზე

სანამ მერაბ დვალიშვილს დაუპირისპირდებოდა, შონ ომალი ქართველის მიმართ დადებითად ნამდვილად არ იყო განწყობილი. „მანქანასთან“ განცდილი ზედიზედ ორი მარცხის მიუხედავად კი, „შუგამ“ წყენა გულთან ახლოს არ მიიკარა. პირიქით, დვალიშვილის მიმართ მეტი პატივისცემა გაუჩნდა, რაზეც მის მიერ დღეს ნათქვამი ხუმრობაც კარგად მეტყველებს.

შონ ომალი

გავიგე, რომ კორი სენდჰეგენთან შეხვედრაში მერაბ დვალიშვილმა UFC-ში საიუბილეო, მე-100 თეიქდაუნი შეასრულა და ამ მხრივ ყველა დროის რეკორდი დაამყარა. სიამაყით აღვნიშნავ, რომ ასიდან მხოლოდ ხუთი თეიქდაუნი მოდის ჩემთან ბრძოლებზე, რადგან ძირითადად ვიწექი და ამის საჭიროება არ არსებობდა (იცინის).

ცნობისათვის, მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენთან ჩხუბის დროს 20 თეიქდაუნი შეასრულა, ხოლო შონ ომალი 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ივნისამდე ორჯერ დაამარცხა - პირველად მსაჯების გადაწყვეტილებით, მეორედ კი საბმიშენით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მასში სულ ეჭვი ეპარებათ | დენა უაითს დვალიშვილის იდეა მოსწონს
მასში სულ ეჭვი ეპარებათ | დენა უაითს დვალიშვილის იდეა მოსწონს