მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„ამ შემთხვევაში იანი მერაბს დაამარცხებს“ - რუსი მებრძოლის გასაკვირი ოპტიმიზმი

მერაბ დვალიშვილის ბოლოდროინდელი საოცარი გამოსვლისა და დომინაციის ფონზე, ბევრს აწუხებს შეკითხვა იმის თაობაზე, შეძლებს თუ არა UFC-ის სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში რომელიმე მებრძოლი ქართველი „მანქანის“ შეჩერებას, რომელმაც რამდენიმე საათის წინ კორი სენდჰეგენს მოუგო და საჩემპიონო ქამარი მესამედ დაიცვა. დიდი ალბათობით მერაბის მომდევნო მეტოქე პიოტრ იანი იქნება, რომლის შანსებსაც ერთ-ერთი რუსი სპორტსმენი ალექსანდრ შაბლი ასე აფასებს:

„იმ შემთხვევაში, თუ იანი ბრძოლას დგომში წარმართავს, მას საკმაოდ წონადი შანსები ექნება. პიოტრს უყვარს პირველ ნომრად ჩხუბი და სწრაფი კონტრშეტევებიც, რაც დღეს კორი სენდჰეგენს ნამდვილად არ ჰქონდა. ჩემი თანამემამულის ნებისმიერ მოწინააღმდეგეს მასთან დაპირისპირების შიში აქვს, რის გამოც ზედმეტ ფსიქოლოგიურ წნეხში ექცევიან. იანს სჭირდება ყველაფრის კარგად დაგეგმვა, სასარგებლო სპარინგ-პარტნიორები და მოჭიდავეებთან რამდენიმეკვირიანი შეკრების გავლა - ასეთ შემთხვევაში დვალიშვილისთვის საჩემპიონო ქამრის წართმევა სრულიად შესაძლებელი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი რამდენიმე წლის წინ ერთმანეთს შეხვდნენ და მაშინ ქართველმა რუსი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არის ვინმე, ვისაც მერაბის დამარცხება შეუძლია? - ცნობილი მებრძოლების გამოხმაურებები
არის ვინმე, ვისაც მერაბის დამარცხება შეუძლია? - ცნობილი მებრძოლების გამოხმაურებები