ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, ალექს პერეირა
Aa
Aa

UFC-ის Pound for pound რეიტინგი განახლდა | რა ცვლილებებია ტოპ 15-ში

UFC 320-ის შემდეგ ორგანიზაციის Pound for pound რეიტინგი განახლდა. პირველ ადგილს კვლავინდებურად ილია თოფურია იკავებს. მეორე პოზიციაზე ისლამ მახაჩევი იმყოფება, ხოლო მერაბ დვალიშვილი, რომელმაც კორი სენდჰეგენი დაამარცხა, მესამეა.

ტოპ 5-ში ცვლილებები არ გვაქვს და „მანქანის“ შემდეგ ხამზატ ჩიმაევი და ალეშანდრე პანტოჟა მოდიან. ოთხი საფეხურით დაწინაურდა ალექს პერეირა. UFC 320-ის მთავარ მოვლენაში „პოატანმა“ მაგომედ ანკალაევი დაანოკაუტა, ქვემძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ტიტული დაიბრუნა და P4P რეიტინგში მეათედან მეექვსე პოზიციაზე გადაინაცვლა.

პერეირამ ალექსანდრ ვოლკანოვსკის ადგილი დაიკავა, ანკალაევი კი მეშვიდედან მეთერთმეტე პოზიციაზე დაქვეითდა. რაც შეეხება ტოპ 15-ის დანარჩენ მებრძოლებს, სიტუაცია ასეთია - 7) ალექსანდრ ვოლკანოვსკი, 8) ჯეკ დელა მადალენა, 9) ტომ ასპინალი, 10) დრიკუს დუ პლესი, 11) მაგომედ ანკალაევი, 12) მაქს ჰოლოუეი, 13) ბელალ მუჰამედი, 14) არმან ცარუკიანი, 15) შავკატ რახმონოვი.

ცნობისთვის, UFC-ის მომდევნო ღონისძიება რიო დე ჟანეიროში გაიმართება. მისი მთავარი მოვლენა ჩარლზ ოლივეირასა და მატეუშ გამროტის ჩხუბია, თანამთავარი მოვლენა - დეივისონ ფიგერედოსა და მონტელ ჯექსონის დაპირისპირება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინვალე სტარტი | მამუკელაშვილმა დენვერს 22 წუთში 15 ქულა ჩაუგდო
ბრწყინვალე სტარტი | მამუკელაშვილმა დენვერს 22 წუთში 15 ქულა ჩაუგდო