ბაიერნი, ჰარი კეინი, ალ ნასრი
Aa
Aa

226 მილიონი 3 წელიწადში - ალ ნასრიმ თვალი კეინს დაადგა

არაბული კლუბები არარეალური თანხის დახარჯვას აგრძელებენ. გერემანული მედიის ინფორმაციით, ალ ნასრი ჰარი კეინს ზღაპრულ წინადადებას სთავაზობს.

BILD-ის ცნობით, ალ ნასრი კეინს 3-წლიან კონტრაქტს და ანაზღაურების სახით 226 მილიონ ევროს ჰპირდება.

კეინის გაყიდვა, რა თქმა უნდა, ბაიერნის გეგმებში არ შედის, თუმცა ინიციატივას კრიშტიანუ რონალდუ იჩენს და ხელმძღვანელობას კატეგორიულად სთხოვს ტოპ ფეხბურთელების მოყვანას.

ჯერჯერობით უცნობია თავად ფეხბურთელის პოზიცია, მაგრამ არაერთი ფეხბურთელი გვინახავს, რომლებსაც ასეთ ზღაპრულ წინადადებაზე უარი ვერ უთქვამთ.

ცნობისთვის, 32 წლის ინგლისელს რეკორდმაისტერთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისში ეწურება.

ასევე გეტყვით, რომ კეინი მიმდინარე სეზონში დიდებულ ფორმაშია. ყველა ტურნირზე ერთად, 10 ჩატარებულ შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები