პენალტის გაფუჭების შემდეგ, დამატების აკრძალვა - ფიფა-ს ახალი ინიციატივა
Aa
Aa

პენალტის გაფუჭების შემდეგ, დამატების აკრძალვა - ფიფა-ს ახალი ინიციატივა

ფეხბურთში შესაძლოა ერთი მნიშვნელოვანი წესი შეიცვალოს. გერმანული ავტორიტეტული გამოცემა BILD საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ შესაძლოა პენალტის დარტყმისას წესი შეიცვალოს. FIFA-ს სურს, რომ თამაშის დროს დანიშნული პენალტის გაფუჭების შემთხვევაში, ფეხბურთელს დამატების უფლება აღარ ჰქონდეს.

საქმე ეხება მეკარის მიერ მოგერიებულ პენალტს. ფეხბურთის მმართველ ორგანოს სურს, რომ ასეთ შემთხვევაში კარიდან დარტყმა დაინიშნოს.

აღსანიშნავია, რომ BILD-მა ჯერ არ იცის, რა მოხდება, თუ ფეხბურთელი პენალტს კარის ძელს მოარტყამს.

ახალი წესის შემოღება 2026/2027 წლების სეზონიდან იგეგმება, მაგრამ ამისთვის საფეხბურთო ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს თანხმობაა საჭირო.

ცნობისთვის, აღნიშნულ წესის შემოღებას უეფა-ს სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელი, ლეგენდარული პიერლუიჯი კოლინა ემხრობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესანიშნავი ფეხბურთელია“ | აიაქსის ექს-თავკაცს მიქაუტაძის კარგი თამაში არ უკვირს
„შესანიშნავი ფეხბურთელია“ | აიაქსის ექს-თავკაცს მიქაუტაძის კარგი თამაში არ უკვირს