რეალს 23 ქულა ჩაუგდო | შერმადინი სამეფო კლუბთან საუკეთესო იყო
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ACB ლიგის სუპერთასის ნახევარფინალში მადრიდის რეალმა ტენერიფეს 72:71 მოუგო.
ორივე გუნდში საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, რომელსაც სასტარტო ხუთეულში არ უთამაშია. 36 წლის კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ 30 წუთსა და 13 წამში 23 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა და 1 პასი შეასრულა.
ფინალში „რეალი'' გავიდა, სადაც მისი მეტოქე „ვალენსია'' იქნება.