პარკაძე ბაიერნს აღარ ეკუთვნის | ახალ კლუბში პირველ გოლთან ახლოს იყო
ავსტრიის რანგით მეორე ლიგის მე-8 ტურში „ბრეგენცი’’ – „აუსტრია ზალცბურგის’’ მატჩი 0:0 დასრულდა. სტუმართა რიგებში ქართველმა შემტევმა ლუკა პარკაძემ სადებიუტო მატჩი ჩაატარა, სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გოლის გატანასთან ახლოს იყო, მეტოქის მცველი ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა და ახლო კუთხეში დაარტყა, მეკარემ ფეხით მოიგერია.
გასული ზაფხულის შემდეგ პარკაძე „ბაიერნის'' ფეხბურთელი აღარაა, გერმანული კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, ახლა მისი კონტრაქტი სრულად ავსტრიულ კლუბს ეკუთვნის.
20 წლის გარემარბი „აუსტრია ზალცბურგს'' მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა. თუ რეგულარული სათამაშო დრო ექნება და ტრავმები ხელს არ შეუშლის, საუკეთესო ფორმაში უნდა შევიდეს, ამის პოტენციალი აქვს. ლუკა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კანდიდატია და კარგი თამაშის შემთხვევაში რამაზ სვანაძის რჩეულთა შორის მოხვდება.