„საბას გასაზრდელად დროს ვაძლევთ“ - რუნიაიჩი გოგლიჩიძეზე
„უდინეზეს” მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა სერია A-ს მე-5 ტურში „უდინეზესთან“ გასამართი მატჩის წინ, პრესასთან ისაუბრა.
უდინელებმა წინა ტურში „მილანთან“ შინ 0:3 წააგეს. რუნიაიჩის გუნდმა მოულოდნელად 3-5-2 სქემაზე უარი თქვა და შეხვედრა 4-3-1-2-ით დაიწყო. ბევრმა გუნდის ასეთი უშანსო მარცხი სწორედ ამ გადაწყვეტილებას დააბრალა.
გერმანელმა სპეციალისტმა ტაქტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა და საბა გოგლიჩიძეც ახსენა.
„ჩვენი სათამაშო ფორმაცია? ვნახავთ, ვითამაშებთ 3 თუ 4 მცველით, მაგრამ ამაზე თავიდანვე ვმუშაობდით. სეზონის სტარტიდანვე ორივე სქემას ვტესტავდით. ამ იდეით ვართ და ასევე გავაგრძელებთ. ჩვენი მომდევნო მეტოქე სასუოლოა, რომელიც 4 მცველით თამაშობს და შესაძლოა მათ წინააღმდეგ ისევ შევცვალოთ სათამაშო სისტემა.
სავა? დიახ, ის მართლაც მშვიდია, თუმცა ეს მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. რაც შეეხება გოგლიჩიძეს, მართალია რომ მან სერია A-ში თამაშის გამოცდილება მიიღო. გასულ სეზონში ის ემპოლისთან ერთად თამაშობდა, მაგრამ ასევე ისიც აღსანიშნავია, რომ იმავე ემპოლისთან ერთად გავარდა. ჩვენ საბას გასაზრდელად დროს ვაძლევთ.
რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, ჩვენ არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები, არამედ უფრო ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, როცა ბურთი გვექნება. მითუმეტეს სასუოლოსთან, გუნდთან გუნდთან რომელსაც ბურთის ფლობის კარგი ფაზა აქვს”. -
განაცხადა რუნიაიჩმა.
„სასუოლოსა“ და „უდინეზეს“ შეხვედრა კვირას 14:30-ზე გაიმართება.