იბერიას ფრე, დილას ლოგიკური გამარჯვება - გორელებმა ლიდერობა განიმტკიცეს
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 26-ე ტურის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა.
სათამაშო დღის პირველ მატჩში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, „იბერია 1999“ საკუთარ მოედანზე „გარეჯს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
ანგარიში 58-ე წუთზე ალექსანდრე ამისულაშვილმა სანდრო ალთუნაშვილის პასით გახსნა, სტუმრებმა კი წონასწორობა 87-ე წუთზე, ლევან პაპავას გოლით არადგინეს.
სათამაშო დღის მეორე მატჩში ბათუმის „დინამომ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ანგარიში სტუმრებმა 33-ე წუთზე გახსნეს, თავი კი ირაკლი ჯანჯღავამ გამოიჩინა. ბათუმელებმა ანგარიში შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე გაათანაბრეს, თუმცა დარჩენილ დროში წყალტუბოელებმა მაინც შეძლეს გამარჯვების მოპოვება. გამარჯვების გოლი კლაუდიო სებოლინიამ გაიტანა.
სათამაშო დღის ბოლო მატჩში გორის „დილამ“ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „კოლხეთი 1913“-ს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე აბდალა ხლაიხალიმ გაიტანა.
26 ტურის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს 59 ქულით გორის „დილა“ ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 53 ქულით „იბერია 1999“ იმყოფება, მესამე პოზიციას კი 42 ქულით „დინამო თბილისი“ იკავებს.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურის შეხვედრები 3 ოქტომბერს გაიმართება.