იური ტაბატაძე, კადისი
Aa
Aa

კადისის მოულოდნელი ფრე - ტაბატაძეს რამდენიმე შანსი ჰქონდა

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-7 ტურში, იური ტაბატაძის „კადისი“ საკუთარ მოედანზე გათამაშების მე-12 ადგილოსან „კეუტას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 0:0 ითამაშა.

ქართველი შემტევი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 78 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ტაბატაძე აქტიურობდა და გოლის გატანის რამდენიმე მცდელობაც ჰქონდა, თუმცა სამწუხაროდ, უშედეგოდ. ქართველის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 28 შეხება, 16-დან 9 ზუსტი პასი (56%), 2 საკვანძო პასი. 6-დან 2 მოგებული პოზიციური დუელი, მეტოქე ორჯერ დააჯარიმა, თამაშგარეში ერთხელ მოხვდა. კარისკენ 2 დარტყმა - ერთი ზუსტი, ერთი არაზუსტი, 3-დან 2 წარმატებული დრიბლინგი. ცნობილ სტატისტიკურ პორტალ Sofascore-ზე მისი თამაში 6.4 ქულით შეფასდა.

7 ტურის შემდეგ „კადისი“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 15 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. იური ტაბატაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 ოქტომბერს, სტუმრად „ლას პალმასთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნიურნბერგი ჰერტასთან დამარცხდა - ლოჩოშვილი ტრავმის გამო შეცვალეს
ნიურნბერგი ჰერტასთან დამარცხდა - ლოჩოშვილი ტრავმის გამო შეცვალეს