ნიურნბერგი ჰერტასთან დამარცხდა - ლოჩოშვილი ტრავმის გამო შეცვალეს
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-7 ტურში, ლუკა ლოჩოშვილის „ნიუნბერგი“ საკუთარ მოედანზე ბერლინის „ჰერტას“ დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.
ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მიროსლავ კლოზემ 70-ე წუთზე, ტრავმის გამო შეცვალა. ლოჩოშვილმა თამაშის მიმდინარეობისას დისკომფორტი იყო და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანი თავისი ფეხით დატოვა, თუმცა კადრებში ჩანდა, რომ სიარული აშკარად უჭირდა.
ლუკა ლოჩოშვილის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. უახლოეს საათებში ქართველ ფეხბურთელს სავარაუდოდ, სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, რომლის დასრულების შემდეგაც მისი მდგომარეობის შესახებ უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი.
7 ტურის შემდეგ „ნიურნბერგი“ მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 4 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება. ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში შვიდივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ქართველი მცველის გუნდი მომდევნო შეხვედრას 3 ოქტომბერს, სტუმრად „დუსელდორფთან“ გამართავს.