ორბიდან მადრიდში - ოთო ჭინჭარაული კარიერას პრესტიჟულ აკადემიაში გააგრძელებს
ქართულ კალათბურთში მნიშვნელოვანი სიახლეა. საკალათბურთო კლუბ ორბის აღზრდილი ოთო ჭინჭარაული კარიერას მადრიდში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ აკადემიაში სენტრო ბასკეტში გააგრძელებს.
აღნიშნული აკადემია 2012 წელს დაარსდა და ესპანეთს უკვე არაერთი ნიჭიერი მოთამაშე გაუზარდა.
სენტრო ბასკეტის კალათბურთელებს ესპანეთის ისეთი დიდი კლუბები აკვირდებიან, როგორებიც არიან: რეალი, ბარსელონა, ვალენსია და ა.შ. სენტრო ბასკეტ აკადემიის გუნდები ესპანეთის ყველა ასაკობრივ ჩემპიონატში მონაწილეობენ.
ცოტა მეტი ოთო ჭინჭარაულის შესახებ - ის საკალათბურთო კლუბ ორბში წლების განმავლობაში თამაშობდა. ოთო ორბის 18-წლამდე გუნდის კაპიტანი იყო. მან კლუბთან ერთად შარშან ბრინჯაოს მედალი მოიგო. მისი საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი კი ასეთი იყო: 20,5 ქულა, 4,9 მოხსნა, 3,2 პასი, 3,1 ჩაჭრა.
აღსანიშნავია, რომ ოთოს მხოლოდ ასაკობრივ ლიგებში არ უთამაშია. მისი დებიუტი შარშან პროფესიონალურ კლუბ კასპის გრიფინში შედგა. ჭინჭარაულმა A ლიგის პლეი-აუტში ორბის წინააღმდეგ ითამაშა და მცირე დროში თავისი შანსები გამოიყენა.