ალეკსანდარ ჯიკიჩი
Aa
Aa

ჯიკიჩი: “კმაყოფილი? არა მე ამაყი ვარ“

ევრობასკეტის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 79:93 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდარ ჯიკიჩმა კომენტარი გააკეთა.

ჯიკიჩი:

„მე ვარ სერბი და ეს არის ქვეყანა, სადაც სიმშვიდეა. მე ამბიციური ვარ. ვფიქრობ, კარგი მატჩი გვქონდა. მე ვამაყობ ჩემი გუნდით. რაც მათ გააკეთეს უნიკალურია. ჩვენ გვაქვს პრობლემები, რომლის შესახებაც მხოლოდ ჩვენ ვიცით. ჩვენ დავიბადეთ და ვიზრდებით. პრობლემებს ვერ გაგიზიარებთ. ესაა და ეს.

ჩემი პირველი მიზანი ევრობასკეტზე გასვლა იყო და ეს გამოგვივიდა. მეორე მიზანი ჯგუფიდან გასვლა იყო და ესეც გავაკეთეთ. რთული მეტოქე დავამარხეთ და რაღაც მომენტში ვფიქრობდი, რომ ფინეთის დამარცხებაც შეგვეძლო. თქვენ მეუბნებით, რომ კმაყოფილი ვარ? არა მე ამაყი ვარ! ეს ორი რამ ერთმანეთისგან განსხვავდება.

მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, რადგან ორი კალათბურთელი NBA-ში გვყავს, ორი ევროლიგაში. ბევრი რამ შემადგენლობაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ. პირობების მიცემა არ მიყვარს, ასეთი ადამიანი ვარ. ხანდახან პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი. სწორედ ამიტომ ვარ ჩემი გუნდით ასეთი ამაყი.”

საბოლოო ჯამში, ფინეთმა დამსახურებულად გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე გერმანია-სლოვენიას შორის გამარჯვებული იქნება.

ჩვენმა ნაკრებმა კი ევრობასკეტ 2025-ზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა - 1/4-ფინალურ სტადიაზე პირველად ვითამაშეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები