ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა ჰქონდა | იეგოიანის მარცხი პსვ-სთან

ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურში „ექსელსიორი’’ შინ პსვ-სთან 1:2 დამარცხდა. მე-13 წუთზე ვლოდარუჩუკმა მასპინძლები დააწინაურა, ექვს წუთში ვერმანმა ანგარიში გაათანაბრა, 72-ე წუთზე ისმაელ საიბარიმ გამარჯვების გოლი შეაგდო.

„ექსელსიორის’’ სასტარტო შემადგენლობაში ირაკლი იეგოიანმა შეუცვლელად ითამაშა. დაცვასა და შეტევაში ბევრი იშრომა, ასეთი დონის გუნდის წინააღმდეგ პირველად ითამაშა და მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინა.

მე-7 წუთზე გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, პსვ-ს მცველებს პოზიციურად აჯობა და ახლო მანძილიდან გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა დარტყმას ცუდი მიმართულება მისცა, ბურთი პირდაპირ მეკარისკენ წავიდა.

 

მიმდინარე სეზონი იეგოიანისთვის უმაღლეს ლიგაში სადებიუტოა, ხუთი მატჩი ჩაატარა, ხუთივე შეხვედრაში სასტარტოში იყო და მხოლოდ სადებიუტო შეხვედრაში შეცვალეს. კარგ ფიზიკურ ფორმაშია და მწვრთნელისგან დიდი ნდობა აქვს, თუმცა შეტევაში უკეთ თამაში მართებს, განსაკუთრებით დამაგვირგვინებელ ფაზაშია.

„ექსელსიორმა’’ შვიდი ტურიდან 2 მატჩი მოიგო, 5 დათმო, 6 გოლი გაიტანა და 15 გაუშვა, 18-გუნდიან ლიგაში 6 ქულით მე-15 ადგილზეა.

ირაკლი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა და ის ფაქტი, რომ ნიდერლანდების უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილებას იძენს, სანაკრებო მატჩებზე დადებითად უნდა აისახოს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ფროზინონემ მოიგო და ცხრილის სათავეშია | კვერნაძის არყოფნის მიზეზი ცნობილია
ფროზინონემ მოიგო და ცხრილის სათავეშია | კვერნაძის არყოფნის მიზეზი ცნობილია