გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

მეცის მეორე ქულა ლიგა 1-ში | ორივე ქართველმა შეცვლიდან ითამაშა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ტურში, გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცი“ საკუთარ მოედანზე „ლე ავრს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 0:0 ითამაშა.

ორივე ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იყო. წიტაიშვილი მატჩში შესვენების შემდეგ, მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ჩაერთო და ძირითადად, მარცხენა მცველის პოზიციას ითავსებდა. ქართველი შემტევი შეტევაშის აქტიურობდა და ერთხელ კარის მიმართულებითაც დაარტყა, თუმცა არაზუსტად. წიტაიშვილის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 24 შეხება, 16-დან 13 ზუსტი პასი, 3 საკვანძო პასი, 4-დან 2 ზუსტი ჩაწოდება, საშუალოდ 0.17 შექმნილი საგოლე მომენტი, კარისკენ 1 არაზუსტი დარტყმა, 2 განმუხტვა. Sofascore-ის შეფასება - 6.7 ქულა.

გიორგი წიტაიშვილის მომენტები:

რაც შეეხება გიორგი აბუაშვილს, ის მოედანზე 81-ე წუთიდან გამოჩნდა და ამის გამო, თავის გამოჩენის ბევრი შესაძლებლობა არ მისცემია, თუმცა, სტაბილურად ითამაშა. მისი სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 13 შეხება, 5-დან 4 ზუსტი პასი, 2-დან 1 გრძელი პასი, 1 დაბლოკილი დარტყმა, 3-დან 2 პოზიციური დუელი მოიგო, 1 ართმევა. Sofascore-ის შეფასება 6.8.

გიორგი აბუაშვილის მომენტები:

გიორგი წიტაიშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში „მეცის“ ექვსივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემაა, გიორგი გულიაშვილმა კი მეოთხე შეხვედრა ჩაატარა.

„მეცმა“ ამ ფრის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეორე ქულა მოიპოვა და კვლავ ბოლო, მე-18 პოზიციაზე იმყოფება. ქართველების გუნდი მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე „მარსელს“ დაუპირისპირდება. მატჩი 4 ოქტომბერს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონასთან თამაში საეჭვოა - ახალი ცნობები ხვიჩას ტრავმაზე
ბარსელონასთან თამაში საეჭვოა - ახალი ცნობები ხვიჩას ტრავმაზე