VAR-მა პენალტი არ დანიშნა | გულიაშვილის კარგი თამაში დერბიში
ბოსნიის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-8 ტურში „ჟელეზნიჩარმა’’ შინ „სარაევოს’’ 2:0 მოუგო. დერბიში „სარაევოს’’ ქართველმა კაპიტანმა გიორგი გულიაშვილმა სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. აქტიური იყო, შეტევებს ამწვავებდა, თუმცა ბოლო ფაზაში მას და მის თანაგუნდელებს უფრო ზუსტად თამაში მართებდათ. გარდა ამისა, მეორე ტაიმში მსაჯმა საკამათო ვითარებაში „სარაევოს'' სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნა, როცა გულიაშვილი მეკარესთან ორთაბრძოლისას წაიქცა. გულიაშვილი მეკარეს ბურთზე თამაშს ასწრებს, თუმცა ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმდა და გადაწყვეტილება არ შეცვლილა.
ბოსნიის ჩემპიონატში „სარაევომ’’ 9 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო, 10-გუნდიან ჩემპიონატში 10 ქულით მე-7 ადგილზეა.
გიორგი გულიაშვილმა ბოსნიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ჩაატარა (ყველა სასტარტოში და მხოლოდ ერთხელ შეცვალეს), გოლი არ გაუტანია, 3 საგოლე პასი შეასრულა. 24 წლის ქართველმა გარემარბმა მიმდინარე სეზონში 1 გოლო შეაგდო, კონფერენს ლიგაზე ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვასთან'' გაიტანა.