ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

რომელ ადგილზეა ხვიჩა | ყველაზე მაღალი შეფასების მქონე გარემარბები ლიგაზე

ცნობილმა სტატისტიკურმა პორტალმა, Whoscored-მა დაასახელა გარემარბები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე კარგი საშუალო შეფასება აქვთ. რა თქმა უნდა, რეიტინგი მთლიანად Whoscored-ის შეფასების სისტემას ეფუძნება და ხვიჩა კვარაცხელია ტოპ მოთამაშეებს შორის მოხვდა.

Whoscored-ის მიხედვით, „კვარას“ საშუალო შეფასება 7.8-ს შეადგენს. მასზე წინ მხოლოდ ერთი გარემარბი იმყოფება — მაიკლ ოლისე, 7.84 ქულით. კვარაცხელიასა და ოლისეს გარდა, ტოპ ხუთში არიან გაბრიელ მარტინელი (7.79), ლამინ იამალი (7.7) და მარკუს რაშფორდი (7.52).

რაც შეეხება მეორე ცნობილ სტატისტიკურ პლატფორმას, Sofascore-ს, აქ „კვარას“ საშუალო შეფასება 7.5-ია. „პარი სენ-ჟერმენში“ ამაზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ ვიტინიასა და დეზირე დუეს აქვთ (მატჩების მინიმალური რაოდენობის გათვალისწინებით).

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე კვარაცხელიამ 5 თამაშში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 2 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა. ხვიჩას 12 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა და მისი პასების 88.66 პროცენტი ზუსტი გახლდათ. მან 9 საკვანძო გადაცემა გააკეთა და ორთაბრძოლების 52 პროცენტი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკადრო კრიზისი რეალში | ოთხი ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია
საკადრო კრიზისი რეალში | ოთხი ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია