გუარდიოლა: ბერნაბეუზე მსაჯებს ასე ემართებათ ხოლმე... რუდიგერი უნდა გაეგდოთ
პეპ გუარდიოლამ „რეალთან“ მატჩის არბიტრი კლემენ ტიურპენი არათანმიმდევრულობისთვის გააკრიტიკა.
„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი უკმაყოფილო დარჩა იმით, თუ როგორ შერჩევითად აჩვენებდა ყვითელ ბარათებს არბიტრი სრულიად იდენტურ სიტუაციებში.
„მე ვღებულობ შედეგს, მაგრამ მესმის, რომ ამ დონეზე უკეთესად უნდა ვიმოქმედოთ. მესმის, რომ ზოგჯერ ამ სტადიონზე სანტიაგო ბერნაბეუზე, ამ კლუბთან მატჩებში... მსაჯებს ასეთი რამ ემართებათ ხოლმე.
ო'რაილიმ ყვითელი ბარათი მიიღო ვალვერდეზე ფოლისთვის. ორ წუთში ზუსტად იდენტური დარღვევისთვის რუდიგერისთვის მეორე ყვითელი არ უჩვენებიათ. ეს აბსოლუტურად ერთი და იგივე ქმედებაა. ვიტყოდი, რომ რიუდიგერის შემთხვევაში ის ოდნავ უფრო აშკარა იყო. ის გასაძევებელი იყო.
აი, რატომ გვიწევს ამ ეტაპებზე უამრავ სიტუაციასთან გამკლავება, და ეს ყველაფერი გვაძლიერებს,“
– თქვა გუარდიოლამ.
პეპის მიერი ხსენებული მომენტი შეხვედრის 81-ე წუთზე იყო, როცა სავინიო საჯარიმოში სახიფათო პოზიციიდან შედიოდა, რა დროსაც რუდიგერმა ის წააქცია, თუმცა არბიტრმა გერმანელს მეორე ყვითელი არ უჩვენა.