„რეალში სიტუაცია აბსურდულია“ - ანრიმ ალონსოზე ილაპარაკა
„არსენალისა“ და „ბარსელონას“ ყოფილმა თავდამსხმელმა ტერი ანრიმ „რეალის“ მთავარ მწვრთნელზე, ჩაბი ალონსოზე ზეწოლას აბსურდული სიტუაცია უწოდა.
გუშინ სამეფო გუნდი საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტისთან“ დამარცხდა (1:2)
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბმა ალონსოს სიტუაციის გამოსასწორებლად კიდევ სამი მატჩი მისცა. გუნდი ლა ლიგის ცხრილში „ბარსელონას“ 4 ქულით ჩამორჩება.
„ყოველთვის აბსურდულად მიმაჩნია, რომ მწვრთნელს შეიძლება პრობლემები შეექმნას ექვსი თვის მუშაობის შემდეგ. არ ვფიქრობ, რომ „რეალმა“ მწვრთნელში ეჭვი უნდა შეიტანოს. თუ გყავთ მწვრთნელი, ცდილობთ გაიგოთ, რისი უნარი შესწევს მას. ზოგიერთისთვის ჩაბი ზედმეტად ბევრს ავარჯიშებს და არასაკმარისად მართავს. პირადად მე ამას არ ვეთანხმები, მაგრამ ასე ხდება ხოლმე. მეცოდება ალონსო, რადგან ვნახეთ, რა გააკეთა მან „ლევერკუზენთან“, როდესაც ავარჯიშებდა გუნდს, რომელიც მის მითითებებს ისმენდა. არიან მწვრთნელები, რომლებიც უბრალოდ საშუალებას აძლევენ ფეხბურთელებს, იყვნენ ფეხბურთელები. „ბარსელონაში“ მწვრთნელებს ქმნიან. მათ აქვთ თამაშის საკუთარი სტილი, რომელსაც უნდა სცენ პატივი, ეს დამოკიდებულია შემადგენლობაზე. „რეალში“ განსხვავებული მიდგომაა: 90% – მოთამაშეები არიან, 10% - მწვრთნელი. უნდა მისცეთ მათ საშუალება, თავად მართონ მანქანა. ხანდახან ეგო იმარჯვებს“, – თქვა ანრიმ CBS Sports-ის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ჩაბიმ სამეფო გუნდი მიმდინარე წლის ივნისში ჩაიბარა. მისი კონრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი.