„მეგონა, რომ თოფურიას იანვარში ვეჩხუბებოდი“ - გეიჯიმ ილიაზე და გეგმებზე ისაუბრა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ჯასტინ გეიჯიმ Submission Radio-სთან ინტერვიუს დროს თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ილია თოფურიასაც შეეხო.
რას ამბობს გეიჯი:
„ილია თოფურიას გეგმები საშუალო წონაში გადასვლაზე? ამასთან დაკავშირებით აზრი ჩამოყალიბებული არ მაქვს. არ ვიცი, როგორ შეძლებს ის ზედა წონაში ასვლას, რადგან ვაპირებ, რომ ჩემპიონი გავხდე და აუცილებლად გავხდები.“
„ვფიქრობ, ეს შესაძლებლობას მომცემს, რომ მაქს ჰოლოუეისთან BMF ქამარზე რევანში ავიღო, თუ გინდათ მეტოქე ჩარლზი იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. BMF-ის ქამარს დავიბრუნდებ. საბოლოოდ, ეს იყო სცენარი, რის შესახებაც ფიზიევთან ბრძოლის შემდეგ ვსაუბრობდი და რომლის განხორციელებასაც ვგეგმავდი.“
„მეგონა, რომ იანვარში ილიასთან ვიჩხუბებდი, შემდეგ კი თეთრ სახლში, MBF-ის ქამარზე მაქსს, ან ქამრის ნებისმიერ მფლობელს დავუპირისპირდებოდი და ორივე ქამარი მე დამრჩებოდა.“
შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯი მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ჩემპიონის ქამარზე პედი პიმბლეტს დაუპირისპირდება, მათ შორის გამარჯვებული კი ილია თოფურიას შეხვდება. ქართველმა მებრძოლმა ოჯახური პრობლემების გამო რამდენიმეთვიანი პაუზია აიღო, რის გამოც UFC მის ქამარს გაათამაშებს და დროებით ჩემპიონს სწორედ ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის ბრძოლაში გამოავლენს.