ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა | კრაიოვამ სპარტასთან წააგო

კონფერენს ლიგის ლიგის ფაზის მეხუთე ტურში ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვა“ საკუთარ კედლებში პრაღის „სპარტას“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი უქულოდ დარჩა და 1:2 დამარცხდა.

მექვაბიშვილმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და გოლის გატანის ბრწყინვალე შანსი ჰქონდა. 36-ე წუთზე მისი პასის შემდეგ „კრაიოვამ“ თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მიიღო და პენალტის ნიშნულთან მექვაბიშვილი მივიდა, თუმცა ანზორმა ცუდად დაარტყა და კარს ააცილა.

ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 57 წუთი გაატარა. ანზორი სტივენ ნსიმბამ ჩაანაცვლა რომელმაც 79-ე წუთზე ანგარიში 1:1 გახადა. „სპარტამ“ 89-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო და მისი ავტორი მატეი რაინსია.

ცნობისთვის, ხუთი ტურის შემდეგ „კრაიოვას“ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-19 პოზიციას იკავებს. მექვაბიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 14 დეკემბერს გამართავს და რუმინეთის ჩემპიონატში, სტუმრად „ჰერმანშტადს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რაღაც მიზეზების გამო არ გამოჩენილხარ“ | მალიხინის უხეში პასუხი მერაბს
„რაღაც მიზეზების გამო არ გამოჩენილხარ“ | მალიხინის უხეში პასუხი მერაბს