„ვალეხოსს საბავშვო ბაღში დავაბრუნებ“ - გიგა ჭიკაძე
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ მედიადღის ფარგლებში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ კევინ ვალეხოს, რომელსაც რამდენიმე დღეში ლას-ვეგასში დაუპირისპირდება, პირველ რაუნდში დაამარცხებს.
რა თქვა გიგამ:
„ჩხუბი ESPN-ის ეპოქაში დავიწყე და მათთან თანამშრომლობით ჩატარებულ ბოლო ღონისძიებასაც კარგად ჩავატარებ. მათ სურდათ, რომ ამ ღონისძიებაზე ვყოფილიყავი - ასე რომ, „გიგას შოუ“ ბრუნდება. არ ვუყურებ რეიტინგებს, იმიტომ რომ ვიცი, რა შემიძლია. საჩემპიონის დონის მებრძოლი ვარ და კონკრეტული ნაბიჯები მაქვს გადასადგმელი ჩემპიონობისთვის.
ვითხოვე ჯინ სილვა და ვაკვირდებოდი მის ჩხუბებს. ვნახე მისი და კევინ ვალეხოსის ჩხუბიც და ასე თუ ისე მასაც ვიცნობდი. ასევე მან ჩემს თანაგუნდელთან, დენი სილვასთან იჩხუბა. ამიტომ, მე არ ვუყურებ მას, როგორც დამწყებ მებრძოლს. არ მიმაჩნია, რომ ჩემი დონის მეტოქეა, მაგრამ ყველაფერი რამდენიმე დღეში გამოჩნდება - როცა მას საბავშვო ბაღში დავაბრუნებ.
ვალეხოსი ახალგაზრდაა, მას წინ გრძელი კარიერა აქვს, თუმცა ამჟამად ჩემი გამოცდილება დიდ უპირატესობას მანიჭებს და მომავალი წლისთვის ბევრი რამ მაქვს დაგეგმილი. მოულოდნელი არ იქნება, თუ ვალეხოსი გრეპლინგზე გააკეთებს აქცენტს, მაგრამ ჩხუბს პირველ რაუნდში დავასრულებ. მისი ჩხუბები კარგად შევისწავლეთ და ზუსტად ვიცი, რა უნდა გავაკეთო. მომწონს მისი თავდაჯერებულობა და ამიტომაც მივეცი შანსი. არ მინდა, მასზე ცუდად ვისაუბრო, მაგრამ ეს ჩემთვის კარგი სტეიკი იქნება, მე კი სტეიკები ძალიან მიყვარს“.
ცნობისთვის, უახლოეს ბრძოლაში გიგას მეტოქე 24 წლის კევინ ვალეხოსი იქნება. არგენტინელი მებრძოლის ანგარიშზე 16 მოგება და 1 წაგებაა (2-0 UFC-ში). ვალეხოსისა და ჭიკაძის ჩხუბი ღონისძიების თანამთავარი მოვლენა იქნება და 14 დეკემბერს, თბილისის დროით 09:00 საათიდან დაიწყება.