ლიონელ მესი
Aa
Aa

მესი ინდოეთში საკუთარი თავის ძეგლს გახსნის

„ინტერ მაიამისა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდი, ლიონელ მესი ინდოეთში საკუთარი თავის ძეგლს გახსნის. ინფორმაციას BBC Sport-ი ავრცელებს.

38 წლის ფეხბურთელი ინდოეთს სამდღიანი ვიზიტით ეწვევა. ამასთან დაკავშირებით, კალკუტაში, ჰაიდარაბადში, მუმბაისა და დელიში არაერთი ღონისძიება გაიმართება. ლიონელს შეუერთდებიან ლუის სუარესი და როდრიგო დე პაული.

კალკუტაში მესი საკუთარი თავის ძეგლს გახსნის - მონუმენტის სიმაღლე 20 მეტრს აღემატება. გულშემატკივრები ასევე შეძლებენ არგენტინელის ფან-ზონის მონახულებას, სადაც ტახტზე ზის ფეხბურთელის ნატურალური ზომის სკულპტურა. ოთახი მორთულია მისი ტიტულების ასლებით.

შეგახსენებთ, რომ მესი „ბარსელონას“ აღზრდილია და ის კლუბში 2004-დან 2021 წლამდე თამაშობდა. არგენტინელმა „ბლაუგრანას“ შემადგენლობაში 778 მატჩი ჩაატარა, 672 გოლი გაიტანა და 303 ასისტი მიითვალა. გარდა ამისა, მესიმ „ბარსასთან“ ერთად, ესპანეთის ჩემპიონატი 10-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა კი 4-ჯერ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პარი სენ-ჟერმენმა ფრთები დაიბრუნა“ | ლიზარაზუ კვარაცხელიას აქებს
„პარი სენ-ჟერმენმა ფრთები დაიბრუნა“ | ლიზარაზუ კვარაცხელიას აქებს