ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ბელინგემი: მოგვიწევს ამ ნაგავს გავუმკლავდეთ

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა „მანჩესტერ სიტისთან“ (1:2) მატჩის შემდეგ გუნდში არსებულ რთულ სიტუაციაზე უხამსი სიტყვების გამოყენებით ისაუბრა.

– რა მიდის არასწორად რეალში?

„ალბათ, ბევრი რამ. ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ, გასახდელში ყველაფერში გავერკვეთ და ყველაფერს გავუმკლავდეთ, იმის მიუხედავად, რა ხდება მის გარეთ. პრესის მხრიდან ასეთი ხმაური ვერ დაგვეხმარება. ჩვენ მოგვიწევს ამ ნაგავს გავუმკლავდეთ.

საუბარია იმაზე, რომ გასახდელის შიგნით არსებულ სიტუაციაში გავერკვეთ. ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე აშკარა რამ არის ის, თუ როგორ ვმართავთ ახლა თამაშს. გარკვეულ მომენტებში, როდესაც გვიწევს წნეხის ქვეშ ყოფნა და რთული მომენტების გადატანა, თითქოს ყოველთვის ვუშვებთ გოლს, რაც არახელსაყრელ მდგომარეობაში გვაყენებს და, შესაძლოა, გვაიძულებს ვითამაშოთ ისე, როგორც არ გვინდა.

ჩვენ გვაქვს ყველაფერი ამ სიტუაციის შესაცვლელად. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს სეზონი არ იქნება წარუმატებელი, მხოლოდ იმიტომ, რომ რთული პერიოდი გამოვიარეთ. ჩვენთვის, მოთამაშეებისთვის, ეს მტკივნეული მომენტია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გადავლახოთ,“

– განაცხადა ინგლისელმა TNT Sports-თან ინტერვიუში.

ესპანურ პრესაში დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩაბი ალონსოს სიტუაციის გამოსასწორებლად კიდევ სამი მატჩი მისცეს. გუნდი ამჟამად ლა ლიგის ცხრილში „ბარსას“ 4 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები