„ჩემზე ბევრ სიცრუეს წერენ და სახელს მიფუჭებენ“ - დე იონგი პრესას გაუბრაზდა
„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა განაცხადა, რომ ცრუ პუბლიკაციები მის მდგომარეობასა და კლუბის შიგნით არსებულ ურთიერთობებზე მის რეპუტაციას აზიანებს.
ნახევარმცველი მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული მუხლის ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის და მოედანს სავარაუდოდ 2027 წლის იანვრამდე ვერ დაუბრუნდება.
„ხალხს შეუძლია თქვას, რომ ფრენკი ცუდი ფეხბურთელია, რომ ის არ შეესაბამება „ბარსელონას“ ან ცუდად ითამაშა. მაგრამ ახლა იმდენ რამეს წერენ, რაც სიცრუეა. ვამჩნევ, რომ ეს ჩემს იმიჯს აზიანებს და გავლენას ახდენს იმაზე, თუ რას ფიქრობს ხალხი ჩემზე.
ამბობდნენ, რომ გასულ სეზონში უარი ვთქვი ჩემპიონთა ლიგაში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ თამაშზე. ეს ტყუილია, ტყუილი. ჩემი ოცნებაა ვითამაშო „ბარსელონაში“, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვან მატჩებში. რა თქმა უნდა, თამაში მინდა. ყველას სურს ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა. არ მესმის, როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ მოედანზე გასვლაზე უარი ვთქვი.
ასევე ამბობდნენ, რომ მწვრთნელთან (ჰანსი ფლიკთან) ძალიან ცუდი ურთიერთობა მაქვს. ეს აბსოლუტური ტყუილია. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ.
იგივე ეხება გავრცელებულ ცნობებს კლუბთან ცუდი ურთიერთობის შესახებ. ესეც ტყუილია. ბევრს ვეკონტაქტები კლუბში და ასევე ხელმძღვანელებსაც, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს „ბარსელონასთან“,
- განაცხადა დე იონგმა.