კილიან მბაპე, ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

მბაპე: ჟოზემ იცის გუნდი საითაც მიდის - ჩვენ ტიტულებს მოვიგებთ

კილიან მბაპემ ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით მუშაობის პირველ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა და ქომაგებს ტიტულების მოგების პირობა მისცა.

„ვფიქრობ, ძალიან კარგია გყავდეს ისეთი მწვრთნელი, როგორიც მოურინიოა, რომელმაც იცის, როგორ უნდა მოიგოს და როგორ აჩვენოს გამარჯვებისკენ მიმავალი გზა. თითოეული ფეხბურთელი მოხარულია იმუშაოს მწვრთნელთან, რომელსაც ესმის, საით მიდის გუნდი. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის ძალიან პოზიტიურია.

ჩვენ უნდა მოვიგოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ წელს ტიტულებს მოვიპოვებთ. სწორედ ეს გვინდა და ეს ასეც მოხდება.

ვგრძნობ, რომ გუნდი ძალიან მოტივირებულია. მთელი სეზონის განმავლობაში სრულად ვიქნებით კონცენტრირებულნი, რათა გულშემატკივრები გავახაროთ.

ჩემთვის აქ გადმოსვლა ოცნება იყო და აქ ყოველდღე ყოფნაც ოცნებაა. მაგრამ ახლა გამარჯვებაა საჭირო. შეგიძლია ითამაშო დიად კლუბში, მაგრამ აუცილებელია ტიტულების მოგება. და ამ წელს ჩვენ ამას გავაკეთებთ“,

- განაცხადა მბაპემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები