მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ნამდვილი ჩემპიონი პრეტენდენტებზე არ მსჯელობს“ - უმარი იანს

უმარ ნურმაგომედოვს, რომელმაც ოქტომბერში მარიო ბაუტისტა დაამარცხა, აწუხებს სიტუაცია, რომლის მიხედვითაც მას დეივისონ ფიგერედოს წინააღმდეგ გამარჯვებაც კი, სავარაუდოდ, საჩემპიონო ბრძოლაზე ვერ გაიყვანს.

უმარმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონს პიოტრ იანსაც გაჰკრა კბილი, რომელიც თავის მომდევნო სავარაუდო მეტოქეებზე პრესასთან საუბრისას ხშირად მარჩიელობს და ირონიულად საუბრობს.

ნურმაგომედოვმა გადაწყვიტა იანისთვის შეეხსენებინა, რას ნიშნავს – იყო მსოფლიო ჩემპიონი.

„მსოფლიო ჩემპიონის ტიტული – ეს უბრალოდ გვირგვინი არ არის. ეს არის იმის დამტკიცება, რომ შენ საუკეთესო ხარ, და მზად ხარ ამის დასადასტურებლად ნებისმიერ მომენტში. ნამდვილი ჩემპიონი არ მსჯელობს პრეტენდენტებზე. ის ერთგული რჩება მხოლოდ ერთი პოზიციის: „ვეჩხუბები ნებისმიერს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს“.

– დაწერა ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელში.

უმარ ნურმაგომედოვისა და დეივისონ ფიგერედოს ბრძოლა UFC 324-ზე შედგება, რომელიც 24 იანვარს ლას-ვეგასში გაიმართება. ამავე ღონისძიების ფარგლებში ოქტაგონს დაუბრუნდება დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი შონ ომალიც, რომელმაც სონგ იადონგზე გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, სატიტულო რბოლაში არა მხოლოდ ნურმაგომედოვს, არამედ დვალიშვილსაც აჯობოს და ქამრის დაბრუნების შანსი მიიღოს, თუმცა როგორც თავად მერაბმა დაადასტურა - UFC მას იანთან ტრილოგიის მიღებას დაპირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები