ილია თოფურია, არმან ცარუკიანი, დენ ჰუკერი
Aa
Aa

„არმანი ყველასთვის სერიოზული პრობლემაა, ილიასთვისაც“ | დენ ჰუკერი

არმან ცარუკიანის ყოფილმა მეტოქემ, დენ ჰუკერმა სომეხ მებრძოლზე ისაუბრა და ილია თოფურია ახსენა. „ჰენგმენის“ აზრით, ცარუკიანი მსუბუქ წონით დივიზიონში ნებისმიერი მებრძოლისთვის სერიოზული საფრთხეა და მასთან ჩხუბი ყველასთვის ძალიან რთული იქნება.

„არსებობს მიზეზი, რის გამოც თოფურიას არმანთან ოქტაგონში შესვლა არ უნდა. ცარუკიანი სერიოზული პრობლემაა და ამ მომენტისთვის, მასთან ჩხუბს მსუბუქი წონითი დივიზიონის ყველა მებრძოლი თავს არიდებს.

თოფურიას პაუზა აქვს აღებული, ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტს კი არმანთან ბრძოლა არ უნდათ და გადაწყვიტეს, ერთმანეთთან იჩხუბონ. ცარუკიანი გარიყულია. შეიძლება, ბენუა სენ დენის მოვუგო და შემდეგ მასთან კიდევ ერთხელ ვიბრძოლო.“

შეგახსენებთ, რომ ჰუკერისა და ცარუკიანის ორთაბრძოლა არმანის დომინაციით წარიმართა. სომეხ მებრძოლს კითხვის ნიშნები არ დაუტოვებია და „ჰენგმენი“ მეორე რაუნდში, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკადრო კრიზისი რეალში | ოთხი ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია
საკადრო კრიზისი რეალში | ოთხი ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია