კარიმ ბენზემა
Aa
Aa

„თუ გამომიძახებენ, ჩავალ“ - ბენზემა მზადაა, 2026 წლის მუნდიალზე ითამაშოს

„ალ იტიჰადის“ 37 წლის თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ განაცხადა, რომ მზად არის, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს.

.„ვის არ სურს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში? ყველას სურს ამ ტურნირზე გამოსვლა. მე მიყვარს ფეხბურთი და შეჯიბრებები, ამიტომ, ცხადია, თუ მეტყვით, რომ საფრანგეთის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე წავიდე და მე უარს ვიტყვი, მატყუარა ვიქნები. თუ გამომიძახებენ, ჩავალ და ვითამაშებ. მე მაქვს ამბიციები. მიყვარს ფეხბურთი და მიყვარს გამარჯვება. მე მიყვარს ტიტულების მოგება, ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ახლა ჩემს კლუბთან ვარ. თუ ნაკრებში გამომიძახებენ, ჩავალ და ვითამაშებ“, – თქვა ბენზემამ.

შეგახსენებთ, რომ კარიმს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 97 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 37 გოლია.

გეტყვით ასევე, რომ ბენზემა „ალ იტიჰადის“ ღირსებას 2023 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან 12 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილი სპორტინგს ტოვებს? - „კლუბი შეთავაზებებს მოისმენს“
ქოჩორაშვილი სპორტინგს ტოვებს? - „კლუბი შეთავაზებებს მოისმენს“