კრიშტიანუ რონალდუ, გუსტავო პოიეტი
Aa
Aa

„კრიშტიანუ ცდება, მაგრამ სხვა გზა არ აქვს“ - პოიეტმა რონალდუს უპასუხა

რამდენიმე წლის წინ, როდესაც კრიშტიანუ რონალდუ აზიაში სათამაშოდ ახალი გადასული იყო, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ერთი ისეთი განცხადება გააკეთა, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია. კრიშტიანუმ მოურიდებლად თქვა, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატი სათამაშო ხარისხით საფრანგეთის ლიგა 1-ს აღემატება, რის გამოც ის ბევრმა გააკრიტიკა. ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა Lequipe-მა კი, ამ თემაზე სასაუბროდ ცნობილი ურუგვაელი მწვრთნელი გუსტავო პოიეტი შეარჩია, რომელიც საკმაოდ კომპენტენტური უნდა იყოს, რადგან როგორც ერთ, ასევე მეორე ლიგაში ნამუშევარი აქვს.

გუსტავო პოიეტი

შესაძლოა რონალდუ თვლიდეს, რომ საუდის არაბეთის გამორჩეული ხუთი-ექვსი გუნდი საფრანგეთის ლიგა 1-ის სტანდარტებს აკმაყოფილებს, მაგრამ პრო ლიგის ქვედა ნაწილში მყოფი კლუბები საფრანგეთის ჩემპიონატში რომ ათამაშო, მეორე დივიზიონში პირველივე წრის შემდეგ ოფიციალურად დაქვეითდებიან. საუდის არაბეთის საზომებით მეც აუტსაიდერ კლუბში „ალ-ჰალიჯში“ ვმუშაობდი და მაგალითად 2018 წლის „ბორდოს“, რომელიც მეექვსე ადგილზე გავიყვანე, საუდის არაბეთის პირველობის სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილის ბინადარი ვერც ერთი გუნდი ვერ მოუგებდა.

მესმის, რომ კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის ფეხბურთის იმიჯის ფორმირებას ცდილობს, მაგრამ მის გასაგონად ვიტყოდი, რომ იმ ჩემპიონატის ბევრი კლუბი, სადაც ის ახლა თამაშობს, ადგილს ინგლისის ჩემპიონშიპშიც ვერ შეინარჩუნებდა. საუდის არაბეთში როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში ფეხბურთელების ასპარეზობა უკეთესის სურვილს ტოვებს.

ცნობისათვის, გუსტავო პოიეტის ბოლო სამუშაო ადგილი სწორედ საუდის არაბეთი გახლდათ და ის „ალ-ჰალიჯს“ ამზადებდა, საიდანაც სულ ახლახანს, დანიშვნიდან ერთ წელიწადში გაანთავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას დამატება საუკეთესო ნაბიჯი იქნება“ - მორგანმა არსენალს ურჩია
„კვარას დამატება საუკეთესო ნაბიჯი იქნება“ - მორგანმა არსენალს ურჩია