„კრიშტიანუ მუნდიალს ვერ მოიგებს“ - ტაბიძემ პროგნოზი გააკეთა
რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ამჟამად ჯიმი ტაბიძის სახით ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, რომელიც „დინამო მახაჩკალის“ ძირითად შემადგენლობაში სისტემატურად ხვდება და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლების მხრიდანაც დიდი ყურადღებით სარგებლობს. 30 წლის ქართველ ცენტრალურ მცველს ამჯერად შეკითხვა მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე დაუსვეს და მისგან ასეთი პასუხი მოისმინეს:
„მუნდიალზე ჩემს თანაკლუბელს ჰაზემ მასტურის ვუგულშემატკივრებ, რომელიც ტუნისის ნაკრებში გამოიძახეს და უდიდეს საფეხბურთო ფორუმში მონაწილეობას მიიღებს. იმედია რაც შეიძლება მეტ გოლს გაიტანს და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდება. რაც შეეხება ჩემს ფავორიტ გუნდს, არგენტინის ნაკრებისკენ ვარ, რომელსაც ზედიზედ მეორედ ოქროს მედლების მოპოვება გაუჭირდება, თუმცა ამის დიდი სურვილი მაქვს. როგორც მესი, ასევე რონალდუ უცხოპლანეტელები არიან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ კრიშტიანუ მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გახდება“.
ცნობისათვის, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სამ ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება.