კრიშტიანუს მეგობარი ბრუნოს წინააღმდეგ - ფერნანდეშის კიდევ ერთი აღიარება
ბრუნო ფერნანდეშმა ინგლისის ჩემპიონატში კიდევ ერთი ინდივიდუალური პრიზი მოიპოვა. ჟურნალისტების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიელი ნახევარმცველი პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გულშემატკივრებისა და ექსპერტების გამოკითხვის შედეგადაც გახდა. 31 წლის ბრუნომ ისეთ კონკურენტებს აჯობა, როგორებიც გაბრიელ მაგალიაეში (არსენალი), მორგან გიბს-უაიტი (ნოტინგემი), ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი), დავიდ რაია (არსენალი), დეკლან რაისი (არსენალი), ანტუან სემენიო (მანჩესტერ სიტი/ბორნმუთი) და იგორ ტიაგო (ბრენტფორდი) არიან.
როგორც მედიის წარმომადგენლებს, ასევე ექსპერტებსა და გულშემატკივრებს არჩევანი დაუწუნა ცნობილმა ჟურნალისტმა და კრიშტიანუ რონალდუს ახლო მეგობარმა პირს მორგანმა, რომელმაც განაცხადა, რომ იმ ფეხბურთელის საუკეთესოდ დასახელება, რომლის გუნდიც სეზონის არც ერთ ეტაპზე ჩემპიონობისთვის არ იბრძოდა, სრული უაზრობაა. მორგანის აზრით პრემიერლიგის MVP-ის ტიტული დეკლან რაისს ეკუთვნოდა, რომელმაც „არსენალის“ ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
ცნობისათვის, ბრუნო ფერნანდეშის ანგარიშზე ინგლისის წლევანდელ ჩემპიონატში გამართულ 34 შეხვედრაში 8 გოლი და 20 საგოლე პასია და კიდევ ერთი შედეგიანი გადაცემის შესრულების შემთხვევაში, პრემიერლიგის ყველა დროის რეკორდსმენი გახდება.