მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, მაიკლ ბისპინგი
Aa
Aa

„რემატჩს იმსახურებ, მაგრამ...“ - ბისპინგმა მერაბ დვალიშვილს მიმართა

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად ამავე ორგანიზაციის კომენტატორმა მაიკლ ბისპინგმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ჩხუბზე თავისი მოსაზრება დააფიქსირა და განაცხადა, რომ ქართველმა მებრძოლმა რემატჩის მიღება დაიმსახურა, თუმცა მერაბს ურჩევს, რომ რამდენიმე თვით დაისვენოს.

რას ამბობს ბისპინგი:

„გულწრფელად რომ ვთქვათ, მერაბმა ალბათ დაიმსახურა რემატჩი. შეხედეთ მის მიერ გაწეულ სამუშაოს, დიახ, ალბათ იმსახურებს, მაგრამ არსებობს უმარ ნურმაგომედოვიც. თუმცა, ვიტყოდი, რომ პიოტრ იანს ერთხელ მაინც უნდა მივცეთ ტიტულის დაცვის უფლება, მერაბმა კი უნდა შეისვენოს. „ცოტა ხანი დაისვენე, ძმაო. წარმოუდგენელი რაღაცები გააკეთე და ამიტომ, ნამდვილად იმსახურებ დასვენებას.“

„ეჭვგარეშეა, რომ დიდი რაოდენობის თანხა გამოიმუშავე, შენი ქვეყანა უმაღლეს დონეზე წარმოაჩინე და ამაში ნამდვილად ყველაფერი ჩადე. დაისვენე სამი, ოთხი ან ხუთი თვე, მიეცი სხეულს და გონებას მოდუნების საშუალება, შემდეგ კი დაბრუნდი და ეცადე, რომ ტახტი უკან დაიბრუნო.“

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი იანთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა და ისტორია ვერ დაწერა. მერაბს შეეძლო, UFC-ის პირველი მებრძოლი გამხდარიყო, რომელიც საჩემპიონო ქამარს წელიწადში ოთხჯერ დაიცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აუცილებლად დავიბრუნებ იმას, რაც ჩემია“ | მერაბ დვალიშვილის პოსტი მარცხის შემდეგ
„აუცილებლად დავიბრუნებ იმას, რაც ჩემია“ | მერაბ დვალიშვილის პოსტი მარცხის შემდეგ