38 წლის ჯეიმი ვარდი სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
„კრემონეზეს“ თავდამსხმელი, ჯეიმი ვარდი სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ინგლისელმა მოთამაშემ მაიკ მენიოს (მილანი), ლაუტარო მარტინესს (ინტერი), დავიდ ნერეშს (ნაპოლი), ლეო ოსტიგორს (ჯენოა) და ნიკოლო ძანიოლოს (უდინეზე) აჯობა.
The fairytale hasn't ended, it's just entered a new chapter. ????
— Lega Serie A (@SerieA_EN) December 11, 2025
Jamie Vardy is your @EASPORTSFC Player of the Month for November. ????
Now on #FC26#POTM #SerieA @easportsfcit pic.twitter.com/uAKRH79awP
დეკემბერში „კრემონეზემ“ ხუთი შეხვედრა გამართა და „ლეჩესთან“, „ბოლონიასთან“, „რომასთან“, „პიზასთან“ და „იუვენტუსთან“ ითამაშა. ვარდიმ „ბებერი ქალბატონის“ კარი აიღო და „ბოლონიას“ წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში ვარდის 10 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 4 გოლია. რაც შეეხება ინგლისელი ფეხბურთელის გუნდს „კრემონეზეს“ 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციას იკავებს. „კრემო“ ევროტურნირების ზონას 4 ქულით ჩამორჩებიან.