სანდრო მამუკელაშვილი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

„ახლა მივწერ და ვეტყვი, რომ საფრანგეთს მოვუგეთ“ - მამუკელაშვილი ვემბანიამაზე

ევრობასკეტის მერვედფინალში, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 80:70 დაამარცხა. შედეგად, ჩვენმა ქვეყანამ ისტორიაში პირველად მოიპოვა ევრობასკეტის 1/4 ფინალში თამაშის უფლება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო მამუკელაშვილმა მედიასთან განვლილი მატჩი შეაფასა. ჟურნალისტებმა „მამუს“ საფრანგეთის ერთ-ერთი ლიდერის და „სან ანტონიო სპურსის“ კალათბურთელის, ვიქტორ ვემბანიამას შესახებაც ჰკითხეს. შეგახსენებთ, რომ ვემბანიამა თავის გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა და მთლიანი ევრობასკეტი გამოტოვა.

რა თქვა მამუკელაშვილმა:

„საოცარი დღე იყო. საკუთარი თავების ყველას გვჯეროდა, ყველა მზად ვიყავით ჩვენი როლის შესასრულებლად. მთელი თამაშის განმავლობაში ერთად ვიყავით.“

„არ ვიცი, შეიძლება 20-30-40 წლის წინ საქართველომ დიდი გამარჯვება თუ იზეიმა, არ მახსოვს... მაგრამ ამ ეპოქაში, ახალ ეპოქაში ეს ნამდვილად ყველაზე დიდი გამარჯვებაა.“

„ვიქტორ ვემბანიამა? ახლა შემიძლია მივწერო და ვუთხრა, რომ ახლახანს საფრანგეთის ნაკრები დავამარცხეთ. სამწუხაროა, რომ აქ არ იყო... მაგრამ რომც ყოფილიყო, საფრანგეთს მაინც დავამარცხებდით.“

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი და ვიქტორ ვემბანიამა „სან ანტონიო სპურსში“ თანაგუნდელები იყვნენ. ახალ სეზონს კი ქართველი კალათბურთელი „ტორონტო რეპტორსში“ დაიწყებს.

ვიქტორ ვემბანიამა და სანდრო მამუკელაშვილი

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთთან გამარჯვებით, საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქე ფინეთის ნაკრები იქნება. მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მთელი გუნდით ვამაყობ! რწმენა არასდროს შეგვიწყვიტავს“ - შენგელია საფრანგეთთან გამარჯვებაზე
„მთელი გუნდით ვამაყობ! რწმენა არასდროს შეგვიწყვიტავს“ - შენგელია საფრანგეთთან გამარჯვებაზე