ილია თოფურია, ჯეკ დელა მადალენა
Aa
Aa

„თავიდან არ მომწონდა, შემდეგ კი...“ - დელა მადალენას მწვრთნელმა ილიაზე ისაუბრა

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ჯეკ დელა მადალენას მწვრთნელმა, კრეიგ ჯონსმა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო ჩხუბზე თავისი პროგნოზი დააფიქსირა.

რას ამბობს კრეიგ ჯონსი:

„ილიას ბოლო პერიოდში ნამდვილად ბრწყინვალე შედეგები აქვს, მისი პროგრესი წარმოუდგენელია. ვფიქრობ, თავისუფლად შეუძლია ისლამ მახაჩევის გამოწვევა, ამის უფლება ნამდვილად აქვს. თავდაპირველად, ილიას კრიტიკულად ვუყურებდი, მაგრამ როდესაც მისი რამდენიმე ბრძოლა ვნახე, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. ის ახლა ნებისმიერისთვის ღირსეულ მოწინააღმდეგედ ითვლება. თოფურია MMA-ის ისტორიაში მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი და მახაჩევის ბრძოლა საინტერესო იქნება, მაგრამ მგონია, რომ ფავორიტი ისლამი იქნება.“

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ბოლოს ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ იჩხუბა და მეტოქე პირველივე რაუნდში დააფინიშა. ილია მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა და ახალი მეტოქის მოლოდინშია.

რაც შეეხება ისლამ მახაჩევს, დაღესტნელი მებრძოლი ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბს ჯეკ დელა მადალენასთან 16 ნოემბერს, UFC 322-ზე გამართავს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი წელს მე-4 ბრძოლას უმიზნებს - სასურველი მეტოქეც დაასახელა
დვალიშვილი წელს მე-4 ბრძოლას უმიზნებს - სასურველი მეტოქეც დაასახელა