ჩარლზ ოლივეირა, რენატო მოიკანო
Aa
Aa

„ასეთ შანსზე უარს ვერ ვიტყვი“ - მოიკანოს ოლივეირასთან ჩხუბი სურს

UFC-ის მსუბუქწონოსანი რენატო მოიკანო მზადაა, ტრავმირებული რაფაელ ფიზიევი ჩაანაცვლოს და 11 ოქტომბერს რიო-დე-ჟანეიროში გასამართ ტურნირზე თანამემამულეს, ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდეს.

„გავიგე, რომ ფიზიევი ვარჯიშზე დაშავდა, არადა ყველა მთხოვდა, ბრაზილიაში გასამართ ტურნირზე მეჩხუბა. მოდით, მე მზად ვარ - მოიკანო ოლივეირას წინააღმდეგ ლოგიკური იქნებოდა.

რა თქმა უნდა, რთული ბრძოლა იქნება. მე ჯერ მომზადებაც არ დამიწყია, მაგრამ ასეთ შესაძლებლობაზე უარს ვერ ვიტყვი, თანაც ეს ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება. ვთხოვ UFC-ის ხელმძღვანელობას, ეს ჩხუბი ჩანიშნოს. დარწმუნებული ვარ, ჩარლზი თანახმა იქნება“.

შეგახსენებთ, რომ მოიკანომ ბოლოს ივნისში იჩხუბა, როცა ბენეილ დარიუშთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. მის ანგარიშზე MMA-ში 20 მოგება და 7 მარცხია.

რაც შეეხება ოლივეირას, მას ილია თოფურიასთან საჩემპიონო ბრძოლაში მარცხის შემდეგ პირველი ჩხუბი 11 ოქტომბერს სამშობლოში, რიო-დე-ჟანეიროში რაფაელ ფიზიევის წინააღმდეგ უნდა გაემართა, თუმცა აზერბაიჯანელი მებრძოლი ვარჯიშზე დაშავდა და ბრძოლას ჩაეხსნა, მისი შემცვლელი კი UFC-ის ჯერ არ დაუსახელებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცარუკიანის კომენტარი ხაბიბის შეფასებაზე | „გამიკვირდა, მაგრამ ილია ხელსაყრელი მეტოქეა“
ცარუკიანის კომენტარი ხაბიბის შეფასებაზე | „გამიკვირდა, მაგრამ ილია ხელსაყრელი მეტოქეა“