ჩარლზ ოლივეირა, რაფაელ ფიზიევი
Aa
Aa

ფიზიევი ბრძოლას გამოეთიშა - ოლივეირა მეტოქის მოლოდინში

რაფაელ ფიზიევი ჩარლზ ოლივეირასთან 11 ოქტომბერს რიო დე-ჟანეიროში ვეღარ იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაცია MMA Fighting-მა გაავრცელა, სადაც წერია, რომ მზადების პროცესში აზერბაიჯანელმა მებრძოლმა ტრავმა მიიღო, რის გამოც იძულებული გახდა „დუ ბრონქსთან“ დაპირისპირებაზე უარი ეთქვა. ახლა დენა უაითის საზრუნავი ბრაზილიელისთვის ახალი და ცნობადი მოწინააღმდეგის გამოძებნა, რადგან UFC Rio-ს ღონისძიებამ პრესტიჟი არ დაკარგოს.

თავდაპირველად ყველას გაუკვირდა, როდესაც ოლივეირა ასე მალე დათანხმდა ოქტაგონში დაბრუნებას, რადგან მას ივნისში ილია თოფურიასთან ბრძოლაში საკმაოდ მძიმე ნოკაუტის გადატანა მოუწია. თუმცა, იმის გამო რომ მის სამშობლოში გასამართი ღონისძიება არ ჩაშლილიყო, ჩარლზმა UFC-ის წარმომადგენლების შემოთავაზებაზე უარი აღარ თქვა. რამდენად დაუფასდება ასეთი მსხვერპლის გაღება, უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

რაც შეეხება რაფაელ ფიზიევს, მან ბოლო ბრძოლა იგნასიო ბაჰამონდესთან გამართა და მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. მთლიანობაში კი მის ანგარიშზე შერეულ ორთაბრძოლებში 13 მოგება და 4 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მწვრთნელი: ოლივეირამ UFC-სთან 3 ჩხუბი შეათანხმა
მწვრთნელი: ოლივეირამ UFC-სთან 3 ჩხუბი შეათანხმა