MLS-ის კლუბის აღზრდილია | კაპანაძის 4 საგოლე მოქმედება ექვს მატჩში
Aa
Aa

MLS-ის კლუბის აღზრდილია | კაპანაძის 4 საგოლე მოქმედება ექვს მატჩში

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურში ფოთის „კოლხეთი’’ შინ ქუთაისის „ტორპედოსთან’’ 2:4 დამარცხდა. 69-ე წუთზე მასპინძლები ნიკოლას-ნიკა კაპანაძის ლამაზი გოლით დაწინაურდნენ (2:1). ფოთელთა შემტევმა მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, გუნდს საგოლე მოქმედებით ზედიზედ სამ შეხვედრაში დაეხმარა, „გაგრასთან’’ საგოლე პასს „იბერიასთან’’ და ქუთაისის „ტორპედოსთან’’ გოლები მოჰყვა.

23 წლის ნიკოლას-ნიკა კაპანაძე MLS-ის „ნიუ იორკ სიტის’’ აღზრდილია, თუმცა ტრავმების გამო კარიერა ვერ აეწყო. 2024 წელს MLS Next Pro-ში, სადაც MLS-ის სარეზერვო გუნდები გამოდიან, „ნიუ იორკ სიტის’’ მეორე გუნდში 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.

2025 წელს კარიერა დუშეთის „არაგვში’’ გააგრძელა, ზაფხულიდან უმაღლესი ლიგის ფოთის „კოლხეთში’’ თამაშობს, საკმაოდ შედეგიანია.

Transfermarkt-ის მონაცემებით, კაპანაძე აშშ-სა და საქართველოს მოქალაქეა. 2018 წელს ზვიად ჯელაძემ საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში მიიწვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Daily Mail: მამარდას ოფიციალური დებიუტი მომდევნო კვირაში შედგება
Daily Mail: მამარდას ოფიციალური დებიუტი მომდევნო კვირაში შედგება