რუბენ ამორიმი
Aa
Aa

ამორიმი: “კრიტიკოსებისთვის სათქმელი არაფერი მაქვს“

რუბენ ამორიმი გადარჩა - მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერ ლიგის მიმდინარე ტურში ჩელსი დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა.

ამორიმი:

„დროა ცოტა იმპულსი შევქმნათ. თამაში ძალიან კარგად და აგრესიულად დავიწყეთ. ჩვენგან ძალიან კარგი თამაში არ მახსოვს, მაგრამ პირველი და მეორე გოლი აგრესიულობას მოყვა. კაზემიროს გამო მოედანიდან გაძევებული არავინ უნდა იყოს.

თამაშის დასრულება ბევრად ადრე შეგვეძლო. ამისთვის კი გადამწყვეტ ეპიზოდებში უფრო კლინიკურები უნდა ვიყოთ. როცა ფეხბურთელს გიძევებენ, არასდროს იცი რა მოხდება. ყველა შანსი უნდა გამოგვეყენებინა.

არსებული სიტუაცია კარგად მესმის, უბრალოდ მე სულ ვხუმრობ. კრიტიკოსებისთვის არაფერი მაქვს სათქმელი. ისინი უმეტეს შემთხვევაში მართლები არიან. ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს ახლა ძალიან კარგია.“

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო. პრემიერ ლიგაში რუბენ ამორიმის გუნდს 5 ჩატარებული შეხვედრიდან 7 ქულა აქვს - 2 მოგება, 2 წაგება, 1 ფრე. შემდეგ ტურში, წითელი ეშმაკები ბრენტფორდს ესტუმრებიან.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები