ჯეიმი კარაგერი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი
Aa
Aa

„სტვენა და ობსტრუქცია დაიმსახურა“ - კარაგერმა ტრენტზე ისაუბრა

CBS Sports-ზე ჩემპიონთა ლიგის მატჩებს კომენტარებსა და ანალიზებს წარსულში ცნობილი ფეხბურთელები უკეთებენ და ბუნებრივია, ისინი ხშირად კამათობენ. სწორედ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი „ლივერპული“ – „რეალის“ (1:0) შეხვედრის დასრულების შემდეგ, როდესაც პეტერ შმეიხელმა მერსისაიდელთა ქომაგები გააკრიტიკა და მიზეზად შემდეგი მოიყვანა: „წარმოიდგინეთ, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს ფანების უმეტესობა უსტვენდნენ მაშინ, როდესაც ამ ბიჭმა თითქმის მთელი კარიერა ამ გუნდს მიუძღვნა და დაეხმარა იმ ტიტულების მოგებაში, რომელზეც ისინი ოცნებობდნენ. ტრენტს როგორც გმირს ისე უნდა ხვდებოდნენ, ამ დროს კი მას ობსტრუქციას უწყობენ“.

ბუნებრივია, შმეიხელი უპასუხოდ მის გვერდით მყოფ „ლივერპულის“ ლეგენდას არ დაუტოვებია - ჯეიმი კარაგერმა როგორც ყოველთვის „სკაუზერები“ დაიცვა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ისინი უკმაყოფილო სახეებით უმიზეზოდ არავის არ ხვდებიან:

„პეტერ, იცი რით იყო „ლივერპულის“ ქომაგების სტვენა განპირობებული? ამ გუნდში თამაშის დროს ტრენტი ამბობდა, რომ ის მერსისაიდის გრანდის ნომერ პირველი გულშემატკივარი იყო, თუმცა თუ ნომერ პირველი გულშემატკივარი ხარ, მადრიდის „რეალში“ ისე არ უნდა წახვიდე, რომ შენმა საყვარელმა კლუბმა ერთი ცენტიც ვერ მიიღოს.

ტოვებ გუნდს, რომელზეც ყოველდღე ამბობ, რომ მისი კაპიტნობა და ლეგენდობა გინდა და ამ დროს გადადიხარ იმ მადრიდის „რეალში“, რომელთანაც არცთუ შორეულ წარსულში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ დამარცხდი, სრული აბსურდი მგონია. ვისაც მეხსიერების პრობლემა აქვს, შევახსენებ, რომ მოჰამედ სალაჰი და ვირჯილ ვან დაიკი მათთვის გაურკვეველ პერიოდში გამუდმებით ამბობდნენ, რომ დარჩენა სურდათ, ტრენტისგან კი მსგავსი არაფერი გამიგია“.

მონოლოგის ბოლოს, კარაგერმა აღნიშნა, რომ ალექსანდრ-არნოლდის საქციელი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ის „ლივერპულის“ გულშემატკივრებს გამუდმებით ატყუებდა, რის გამოც „ენფილდ როუდზე“ გამართული შეხვედრის დროს სრულიად დამსახურებული უარყოფითი ემოციები მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“საუკეთესო 1000 მცველშიც არ შედის“ - ჟოზე კარაგერს დაუპირისპირდა
“საუკეთესო 1000 მცველშიც არ შედის“ - ჟოზე კარაგერს დაუპირისპირდა